
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
Gmail
-
რა არის პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლი არის საკვები დანამატი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში ფერტილობის შენარჩუნებისათვის, მიუხედავად იმისა მათ შვილების გაჩენა სურთ თუ არა.
-
ვისთვის არის კარგი პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლი კარგია ზოგადად ნებისმიერი ქალისათვის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით (PCOS) (რომელიც ხშირად ასოცირდება ინსულინის რეზისტენტობასთან), მიუხედავად იმისა სურთ თუ არა მათ შვილის გაჩენა.
-
რას შეიცავს პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლის 1 სტიკი შეიცავს 2000 მგ მიო-ინოზიტოლს, 2 მგ ვიტამინ B6-ს და 200 მკგ ფოლიუმის მჟავას (აქედან 50 მკგ ფოლატი/კვატრეფოლიკი®).
-
რამდენი კალორიაა პროფერტილი® ინოზიტოლის 1 სტიკში?
ერთი სტიკი შეიცავს 34,4კჯ/8,2 კკალ.
-
როგორ მივიღოთ პროფერტილი® ინოზიტოლი?
გამოიყენეთ 1ან 2 სტიკი დღეში. დაიყარეთ გრანულა ენაზე, დაელოდეთ გახსნას და გადაყლაპეთ
უპირატესობა სხვა ინოზიტოლის პროდუქტებთან შედარებით:
პროფერტილი® ინოზიტოლის წინასწარ წყალში გახსნა არ არის საჭირო (ადვილია დასალევად) – თუმცა შესაძლებელია მისი წყალთან ერთად მიღებაც.
მისი მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში კვებისაგან დამოუკიდებლად.
შვილის ყოლის მსურველ ქალებში რეკომენდებულია 2 სტიკი დღეში ჩასახვის წინა ფაზაში საკმარისი რაოდენობით ფოლიუმის მჟავის უზრუნველსაყოფად
-
როგორი გემო აქვს პროფერტილი® ინოზიტოლს?
პროფერტილი® ინოზიტოლს აქვს კენკრის გემო
-
შესაძლებელია თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება ინ ვიტრო განაყოფიერების დროს?
ნებისმიერი ქალისათვის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით (PCOS) პროფერტილი® ინოზიტოლის გამოყენება მოსამზადებელ პერიოდში ზრდის ინვიტრო განაყოფიერების დროს ორსულობის შანსს.
-
როგორ მოქმედებს პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლის ზუსტად შერჩეული ფორმულა ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს ქალებში რომლებსაც სურთ ბავშვის გაჩენა და/ან აქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)
-
არსებობს თუ არა კვლევები პროფერტილი® ინოზიტოლის ეფექტურობის შესახებ?
ჩასახვის მსურველ და/ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში პროფერტილი® ინოზიტოლში შემავალი ინგრედიენტების ჰორმონალური ბალანსის შემანარჩუნებელი ეფექტი დადასტურებულია რამდენიმე კვლევით.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს რეგულარულ ჰორმონალურ აქტივობას და ფოლატი ხელს უწყობს დედის ქსოვილის ზრდას ორსულობისას. ფოლიუმის მჟავის მიღება დიდი ხანია რეკომენდებულია ჩასახვის წინა ფაზაში ნერვული მილის დეფექტების რისკის შესამცირებლად
შესაბამისად, პროფერტილი® ინოზიტოლი ზრდის წარმატებული ჩასახვის შესაძლებლობას.
-
როგორ ვლინდება პროფერტილი® ინოზიტოლის მოქმედება?
შეგიძლიათ მარტივად დააკვირდეთ თქვენს ციკლს, მაგალითად ციკლის კალენდრით, და შეაფასოთ მისი რეგულარულობა. პროფერტილი® ინოზიტოლი ეხმარება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) და არარეგულარული ციკლის მქონე ქალებს რეგულარული ციკლის მიღწევაში.
-
შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორი სტიკის მიღება თუ მსურს ბავშვის გაჩენა?
ორივე სტიკის მიღება შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ასევე დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე და ბავშვის გაჩენის მსურველმა ქალებმა უნდა მიიღონ რეკომენდებული ორი სტიკი დღიურად. 400 მკგ ფოლიუმის მჟავის მიღება უკვე დიდი ხანია რეკომენდებულია ჩასახვის წინა ფაზაში ნერვული მილის დეფექტის რისკის შესამცირებლად.
-
უნდა განვაგრძო თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება თუ უკვე ორსულად ვარ?
პროფერტილი® ინოზიტოლი ემარება ორსულობის დადგომაში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე და ბავშვის გაჩენის მსურველ ქალებს, მაგრამ ის არ არის დანამატი ორსულებისათვის. შესაბამისად მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ორსულობის დადასტურებამდე. ორსულობის პერიოდში, ქალის კვებითი საჭიროებები იცვლება, რის გამოც საჭიროა სხვა დანამატების მიღება.
თუმცა, ეს ასევე გულისხმობს, რომ დარჩენილი მარაგის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დადასტურებისას (ან მასზე ეჭვის) შემთხვევაში.
-
რამდენ ხანს უნდა მივიღოთ პროფერტილი® ინოზიტოლი?
როგორც წესი პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება შესაძლებელია და რეკომენდებულია ორსულობის დადასტურებამდე, იმ შემთხვევაში თუ ქალს ორსულობა სურს.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) შემთხვევაში (ბავშვის გაჩენის სურვილის გარეშე) ექიმმა შესაძლოა მოგცეთ უფრო ხანგრძლივი ვადით მიღების რეკომენდაცია
ზოგადად, პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
-
როგორ მოვიქცეთ თუ დაგვავიწყდა პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება?
თუ დაგავიწყდათ პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება, აანაზღაურეთ დავიწყებული დოზა რაც შეიძლება მალე. თუმცა, არ უნდა მიიღოთ პროფერტილი® ინოზიტოლის ორმაგი დოზა. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას 1 ან ორი სტიკის ოდენობით.
-
რა მოხდება თუ გამოვტოვებთ პროფერტილი® ინოზიტოლის მიღებას რამდენიმე დღით?
განაგრძეთ პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება ჩვეულებრივ. თუ შეწყვეტთ პროფერტილი® ინოზიტოლის მიღებას უფრო ხანგრძლივი ვადით, შესაძლოა მისი მოქმედების ეფექტურობა შემცირდეს.
-
არსებობს თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლის გამოყენებასთან ასოცირებული დადასტურებული გვერდითი მოვლენები?
პროფერტილი® ინოზიტოლის გამოყენებასთან ასოცირებული დადასტურებული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
-
არის თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი უგლუტენო?
პროფერტილი® ინოზიტოლი ითვლება უგლუტენოდ, რადგან მასში გლუტენის შემცველობა 20მგ/კგ-ზე დაბალია
-
არის თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი ულაქტოზო?
დიახ, პროფერტილი® ინოზიტოლი არის ულაქტოზო
-
არის თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი ჰალალი
დიახ, პროფერტილი® ინოზიტოლი არის ჰალალ-სერთიფიცირებული პროდუქტი.
-
არის თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი ვეგანებისათვის შესაფერისი პროდუქტი
დიახ, პროფერტილი® ინოზიტოლი არ შეიცავს ცხოველებისაგან ნაწარმოებ პროდუქტებს.
-
არის თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი ალერგიული ადამიანებისათვის?
ის არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებსა თუ პროდუქტბს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია ან აუტანლობა გამოიწვიოს.
-
შეიცავს თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი ჰორმონებს?
არა, პროფერტილი® ინოზიტოლი არის პროდუქტი ჰორმონების გარეშე
-
სჭირდება თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლს რეცეპტი?
პროფერტილი® ინოზიტოლი არის საკვები დანამატი და შესაბამისად არ სჭირდება რეცეპტი. თუმცა მისი მიღება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
-
სად შეიძლება შევიძინოთ პროფერტილი® ინოზიტოლი
შესაძენად დაგვიკავშირდოთ:
032 223 81 07
+995 591 900 347 -
რა სახის შეფუთვაშია ხელმისაწვდომი პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლი ხელმისაწვდომია 30 სტიკით შეფუთვაში (1 თვის საკმარისი რაოდენობა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებისათვის და 2 კვირის საკმარისი რაოდენობა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე და ბავშვის გაჩენის მსურველი ქალებისათვის)
-
როგორ შევინახოთ პროფერტილი® ინოზიტოლი?
პროფერტილი® ინოზიტოლი უნდა შეინახოთ მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს ოთახის ტემპერატურისა (25°C).
-
შესაძლებელია თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად?
ჯერჯერობით არ გამოვლენილა პროფერტილი® ინოზიტოლის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების რაიმე გვერდითი მოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
-
შეიძლება თუ არა ქალებში ნაყოფიერებისათვის განკუთვნილ სხვა საკვებ დანამატებთან ერთად პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება თუ მხოლოდ მისი მიღება საკმარისია?
პროფერტილი® ინოზიტოლი შეიქმნა კონკრეტულად პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში ფერტილობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სხვა დანამატების მიღება წარმატებული ორსულობის დადგომის შესაძლებლობის გაზრდისათვის არ არის საჭირო.
35 წელს გადაცილებულ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში დამატებით რეკომენდებულია პროფერტილი® ქალი -ს მიღება ფერტილობის გასაუმჯობესებლად, რადგან სახეზე იქნება ასაკთან დაკავშირებული ფერტილობის დაქვეითება და შრატში ანტიმიულერის ჰორმონის დონე (ოოციტების რაოდენობა) შესაძლოა დაქვეითებული იყოს
-
მე არ მაქვს (PCOS). შემიძლია თუ არა მაინც მივიღო პროფერტილი® ინოზიტოლი ორსულობის შანსის გაზრდისათვის?
პროფერტილი® ინოზიტოლი სეციალურად შექმნილია PCOS მქონე ქალებისთვის, ბავშვის ყოლის სურვილით თუ სურვილის გარეშე.
35 წელს გადაცილებულ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში დამატებით რეკომენდებულია პროფერტილი® ქალი-ს მიღებაhttps://profertil-female.eu/at/.
-
დამოკიდებულია თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლის შეწოვა მენსტრუალურ ციკლზე
არა, პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება არ არის მენსტრუალურ ციკლზე დამოკიდებული. რეკომენდებულია მისი მიღება ყოველ დღე (უწყვეტად) ორსულობის დადგომამდე.
-
აუმჯობესებს თუ არა პროფერტილი® ინოზიტოლი კვერცხუჯრედის ხარისხს?
პროფერტილი® ინოზიტოლი ხელს უწყობს ქალებში ფერტილობას პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის (PCOS) დროს, რაც მოიცავს კვერცხუჯრედის განვითარებასაც და შესაძლოა ხელი შეუწყოს ოვულაციას.
-
შემიძლია თუ არა მივიღო პროფერტილი® ინოზიტოლი ჰაშიმოტოს თიროიდიტის დროს?
როგორც წესი, არ არსებობს უკუჩვენება, რადგან პროფერტილი® ინოზიტოლი არ შეიცავს იოდს. შესაბამისად, პროფერტილი® ინოზიტოლის მიღება ფერტილობისათვის დამხმარე საშუალების სახით შესაძლებელია ჰაშიმოტოს თიროიდიტის დროს.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეკომენდებულია თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
-
არსებობს თუ არა ანალოგიური პროდუქტი მამაკაცებისათვის?
დიახ, არსებობს დაპატენტებული და კვლევებით დამტკიცებული პროდუქტი პროფერტილი® , რომელიც შეიქმნა მამაკაცების ფერტილობის გაზრდისათვის. ის დაგეხმარებათ სპერმის ხარისხის ოპტიმიზაციაში იმ მამაკაცებში, რომლებსაც სურთ ჰყავდეთ შვილი ფერტიოლბის პრობლემების გარეშე.
პროფერტილი® -ს შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: profertil.ge

